Saturday, December 5, 2009

ძაღლი ქუჩაში, ანუ მოხუცი თავშესაფრის გარეშე

| |

კიდევ ერთი ისტორია,რომელიც დრამატიზმით არის სავსე.მინდოდა ამის გაზეთში გამოქვეყნება,მაგრამ ალბათ არ ღირს, ბევრს ტყუილი ეგონება.ჩემს შეუმდგარ კარიერას კი ჯერ–ჯერობით ჩრდილს ვერ მივაყენებ,მხოლოდ იმ ადამიანების გამო ვისაც მე მომავალში როგორც ჟურნალისტი დავჭირდები.
ჯერ არავის წაუკითხავს აქ გამოქვეყნებული თემები,მაგრამ როდესმე მკითხველი გამოუჩნდება.მანამდე კი დავწეროთ.კალამი და ფურცლის ნაცვლად კლავიატურა და სიგარეტი მაქვს.მოდით მოგიყვებით.

იყო დრო,როდესაც ინგლისურზე დავდიოდი ჩემს სახლთან ახლოს,სულ 15 წუთის გზა მაშორებდა მასწავლებლის სახლამდე.სურათის ასე თუ ისე თვალნათლივ დასანახად გეტყვით,რომ ძველ იპოდრომთან დავდიოდი ინგლისურზე.კვირაში სამჯერ მქონდა გაკვეთილი და ე.ი. კვირაში 6ჯერ მიწევდა გამევლო–გამომევლო ის ადგილი,სადაც ასაკოვანი ქალი იჯდა,სამათხოვროდ.წვიმდა,თოვდა,ქარი იყო–ის იქ იჯდა და მუდმივად ერთი და იგივე რამ ეცვა:შავი ცხვირგაცვეთილი შუზები, გრძელი შავი კაბა,კლეჩატი პალტო,რომელიც უკვე ჭუჭყიანი იყო.თავსახვევი ეკეთა.ისიც შავი,,,არა შავი არა, უკვე ნაცრისფერი იყო.როცა შემეძლო ხურდას ვაძლევდი და რატომღაც მე ვგრძნობდი სირცხვილს.თვალებში არასდროს უყურებდა ხალხს,მე კი რატომღაც გამჭოლი მზერით შემომხედავდა ხოლმე.
ახლა კი დავიწყებ მოყოლას.
გავბედე და მივედი ამ ქალთან.სუფთა პროფესიული ინტერესით. ძალიან მრცხვენოდა. რისი არ ვიცი, თან მეშინოდა, არც ეს ვიცი რატომ?.გამოველაპარაკე და ჩემდა გასაკვირად იმანაც გამცა ხმა.ვთხოვე,რომ მიეღო ჩემი შემოთავაზება და გამომყოლოდა. არც კი მკითხა სად მიმყავდა,ისე დამთანხმდა.
იქვე კაფეში შევედით,სადაც ცოტა ხალხი იყო,თითქმის არ იყო.შევუკვეთე ისეთი რამეები რაც ცივ საღამოს (5საათი ხდებოდა)ესიამოვნებოდა.პირველად ვიგრძენი მისი მხრიდან,რომ შერცხვა,მაგრამ უარი არ უთქვამს.მასთან ერთად ვჭამდი.როცა დავამთავრეთ უკითხავად დაიწყო მოყოლა თავისი ამბის.მიმიხვდა სურვილს თუ დაემთხვა ვერ გეტყვით.მომიყვა,რომ ქმარი დაეღუპა ტუბერკულიოზით,ვერ უმკურნალა,რადგან ფული არ ჰქონდა წამლების.ოჯახში დარჩნენ სამნი–ეს ქალი და 2 შვილი–ბიჭი და გოგო.ასე თუ ისე თავი გაქჰონდათ.ერთ დღეს საშინელება დატრიალებულა მათ ოჯახში,,,გოგო ორსულად ყოფილა,აბორტი "ბებიაქალთან"გაიკეთა და სისხლდენით დაიღუპა."მაშინ ჩავიცვი ეს შავი კაბა და მაშინ გავიკეთე ეს თავსაფარი" ეს ამბავი 2წლის უკან მოხდა(სანამ ამას მომიყვებოდა,ეხლა რომ ვწერ უკვე 9თვეა გასული,ცოტა მეტი).შვილის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში ბიჭმა ცოლი მოიყვანა.არ გაითვალისწინა დედის თხოვნა, რომ გასულიყო გარდაცვალებიდან 1წელი.
ოხ ეს რძლები! "4თვეში ისეთი პირობები შემიქმნეს შვილმა და რძალმა,რომ იძულებული გავხდი იქიდან წამოვსულიყავი,დიდხანს დავდიოდი ქალაქში.თავიდან მქონდა ცოტა ფული,მაგრამ საკვებში მალე დამეხარჯა.ქუჩაში მეძინა,ან სადარბაზოს ვაფარებდი თავს.როცა ფული მთლიანად შემომეხარჯა მათხოვრობა დავიწყე და მას მერე აი ამ ადგილას ვზივარ,არც პენსია,არც დახმარება.მგონი მხოლოდ ვარსებობ და მეტი არაფერი"(სტილი დაცული არ არის).
ვუთხარი,რომ დავეხმარებოდი თავშესაფარში მისვლაში,ის დამთანხდა და შეხვედრა დავთქვით შემდეგ დღეს იმ ადგილას,სადაც მათხოვრობდა.
აფორიაქებული ვიყავი მთელი ღამე.მეცოდებოდა და თვალწინ მელანდებოდა ასეთი უამრავი ადამიანი.
მეორე დღეს მივედი,დღის 1საათი იყო თითქმის.მაგრამ იქ არ დამხვდა.მაგ დღეს ინგლისურიც მქონდა, საღამოს რომ გავიარე, არც მაშინ იჯდა.მოკლედ გაქრა. იმ ადგილზე გავლისას სულ ის მახსენდება და სევდით ვივსები.სად უნდა წასულიყო? სად გაქრა? ცოცხალია?

0 comments:

top

Post a Comment

Followers

ჩემს შესახებ

 
 

NIghtGraViTy | Designed by: Compartidísimo
Images by: Scrappingmar©