Friday, December 4, 2009

ერთი ბიჭის აღსარება – მე ქართველი არ ვარ

| |


მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც რამდენიმე პრობლემას მოიცავს. ეროვნულს, რელიგიურს, ფსიქოლოგიურს და ცოტა რამ მასლოუს იერარქიულსაც.

სოციალური ქსელების დახმარებით, უამრავ ადამიანს ვიცნობთ. შეიძლება პირადად არ გვყავდეს ნანახი,მაგრამ ვემეგობრებოდეთ და კომპიუტერთან ჯდომის დროს უმეტესად მასთან საუბარში ვატარებდეთ. გადის რაღაც პერიოდი, შეიძლება არც ისე დიდი და ხვდები, რომ ის შენში უფრო სხვა ფიქრებს აღძრავ, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს სექს, სიყვარულს, მოწონებას, პარტნიორობას და ა.შ. თუმცა "ასე შემდეგ" მგონი აღარ იყო საჭირო. ასე გაიცნო ბ.ნ.–მ ვიღაც გოგო, რომელიც მალე შეყვარებია. შემდეგ ბლა ბლა ბლა. . .
ბ.– მითხრა, რომ დაშორების მიზეზი მისი ეროვნულობა იყო, იგი ქართველი არ იყო. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოინათლა მართლმადიდებლად. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, ცხადია ოჯახის წევრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
ბ. დარდობს, დაკარგული აქვს საკუთარი ძალების რწმენა, იმის გამო, რომ თავს საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობს. ეჩვენაბა, რომ ყველა მასზე ჩურჩულებს და ამბობს ეს ქართველი არაა, ამასთან როგორ გავივლი.

საქართველოში დახმარება მხოლოდ შეზღდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მხოლოდ ღარიბებს და ობოლ ბავშვებს არ სჭირდებათ. დახმარება ჩვენც გვიჭრდება, რომ გავიაზროთ რატომ ვავლებთ ზღვარს ჩვენს გვერდით მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. რატომ ვამბობთ, რომ ის ოსია, ის აფხაზი, ის მეგრელი, ის კი სომეხი. აი იქ კედელთან რომ დგას კი აზერბაიჯანელი ანდა თურქი?!!!
საზოგადოების სულელური სტერეოტიპების გამო საქართველოში მცხოვრები ათასობით სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი დისკრიმინაციას განიცდის. განსაკუთრებით ახალგაზრდები, კარგავენ არსებობის ხალისს, კარგავენ სურვილს მიაღწიონ წარმატებას და დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
ჩვენ ქართველები, ძალიან ამპარტავანი ერი ვართ. შემედავეთ, თუ არ მეთანხმებით. ჩვენ ჩვენ თანამემამულეებსაც კი ზემოდან ვუყურებთ. მე ვიცნობ ერთ ოჯახს. ამ ოჯახიდან გოგო გათხოვდა ეროვნებით სომეხზე. გადარეულმა დედამ იმით, რომ შვილი სომეხზე გაუთხოვდა, სასაფლაოზე საფლავი გათხარა, გააკეთებინა ქვა და დააწერა ზედ შვილის სახელი, გვარი და გათხოვების თარიღი, რომელიც მან მისი შვილის სიკვდილის თარიღად ჩათვალა. 8 წელია ეს ქალი სასაფლაოზე ცოცხალ შვილის საფლავზე წითელ კვერცხებს აგორებს. ის გოგო კიდევ როგორ გრძნობს თავს ალბათ გასაგებია. ეხლა იტყვით დაბრუნდეს ოჯახშიო. რატომ? დამისახელეთ ერთი ობიექტური, ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ დაბრუნდეს? რატომ უნდა დათმოს თავისი ცხოვრების სიყვარული?
განა მხოლოდ შვილები უნდა სცემდნენ პატივს მშობლებს? რატომ არ აქვს საქართველოში ადამიანს უფლება იბრძოლოს იმისთვის, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში– სიყვარულისთვის. რატომ ვართმევთ მათ ამ უფლებას?
ბ.–ს შემთხვევაში არც ბ–ს ოჯახს აწყობდა ქართველი და მართლმადიდებელი რძალი და არც გოგოს ოჯახს ასეთი სიძე.
უცნაური მოთხოვნილებები აქვს ქართველ ხალხს. მასლოუს იერარქია ქართველებზე თითქმის ვერანაირად მოვარგე. ჯერ საწყისი საფეხურები თითქმის არ აქვს დაკმაყოფილებული და მეხუთე საფეხურს ითხოვს.
არ მომწონს ქართველი იმის გამო, რომ ყველას საქმეში უყვარს განა მარტო ცხვირის ჩაყოფა, არამედ მთლიანად ჩახტომაც.
რამდენი ეთნიკურად განსხვავებული ოჯახი იქმნება საზღვარგარეთ?! მათ ხელს არავინ და არაფერი უშლით. ჩვენ კი არ გვსიამოვნებს როცა ადამიანს ბედნიერს ვხედავთ. "როგორც მე ვიტანჯები, ისიც ისე უნდა დაიტანჯოს"– აი უმრავლესობის დევიზი.
ისინი ერთმანეთს დაშორდენენ იმიტომ, რომ მშობლები არ განაწყენებინათ. იცოდნენ, რომ ერთად ყოფნის შემთხვევაში ოჯახები უარს იტყოდნენ მათზე. რა ცუდია, როცა ცხოვრობ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა შენი დედ–მამაა. ამ ბიჭს ვეუბნები, თუ უყვარს დაივიწყოს ყველა და ყველაფერი ამ ადამიანის გარდა. მომაგრდეს მატერიალურად და იცხოვროს საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგრამ ვერ ბედავს.

უფრო მეტის მიღწევას შეძლებდა საქართველო, ქართველები იმას რომ ვაკეთებდეთ რაც გვინდათ.
პ.ს. რა თქმა უნდა, ცუდს არაფერს ვგულისხმობ. უფრო წინ ვიდგებოდით, რომ არ ვერეოდეთ ერთმანეთის ცხოვრებაში.
ხალხო ხალხს სიყვარული უნდა, ხალხს ბედნიერება უნდა, ხალხს სიცოცხლე უნდა.
ნუ მოვჭამთ სხვისი ცხოვრებისას, ჩვენ ჩვენი მოვჭამოთ. დავანებოთ ერთმანეთს თავი, ვაცადოთ ერთმანეთს სიცოცხლე.


ბ.– მაპატიე ბ, ვერ შევძელი ჩემი გულისტკივილი რომ არ დამეწერა საჯაროდ. ისევ იმას გირჩევ. თუ გიყვარს, არ დაკარგო

2 comments:

  1. მართალი ხარ სოფო, გეთანხმები!!! :) მაგრამ, რას იზამ, უჭირს ხალხს ამ პრობლემის გადალახვა. ქართული საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს. ამის შეცვლას კიდე ცოტა დრო არ დასჭირდება :)

    პ.ს. მშვენიერი კრავებიანი ბლოგი გაქვს, მომეწონა :D საყვარელია :)

    ReplyDelete
  2. საინტერესო პოსტია... მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ასე არ ფიქრობს...:(

    ReplyDelete

Followers

ჩემს შესახებ

 
 

NIghtGraViTy | Designed by: Compartidísimo
Images by: Scrappingmar©