Saturday, December 19, 2009

ღამე შორენასთან– ანუ კაცებო თვალები დახუჭეთ

| | 2 comments

გარეგნულად მომწონს,მაგრამ წამყვანობისა რა გითხრათ. დიდი ვერაფერი. ისეთი პრომო ჰქონდა რეკლამას, ძალიან მაგარი რაღაც მეგონა. მაგრამ ის ილაპარაკ რაც დიდი ხანია ყველამ იცის. ეგ კაი,მაგრამ სტეფანე რა გამოსაყვანი. ნახევარზე მეტი გადაცემის, მუსიკას დაუთმო. ისე ამ გადაცემას სხვა სათაური უფრო შეეფერებოდა. სექსი, სექსი სექსი, აღავის უჭირს ამაზე საუბარი, მე ასე ვფიქრობ.
ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, როცა ამბობს, ნუ გრცხვენია ყურების შენი მეზობელიც უყურებს ახლა ამ გადაცემასო. :)))) მაგარია რა :))) პრინციპში, ვფიქრობ იმედი ამ გადაცემით მოგებას მოიტანს, ყურებადი იქნება. რეკლამები შევა ამ დროს. რაც შეეხება რამდენ ხანს გაგრძელდბეა გადაცემა–კითხვა რომელიც ჯერ ძლივს დაიწყო გადაცემა და უკვე ტრიალებს. ვფიქრობ რამდენიმე თვე მაინც გასტანს. ერთი თვისთვის არ იქნება განწირული. შორენა შორენაა :)))) თემა–თემა. გაქაჩავს. დარწმუნებული ვარ ბევრმა ცნობილმა თუ არა ცობილმა უყურა,ბევრმა კონსერვატმა და ა.შ.
Read more...

Friday, December 11, 2009

MR. Greedy–ანუ მისტერ ხარბი

| | 0 comments

"–???ირგვლივ მარაზმია.ბრრრრ,მარაზმი. ფოტო აპარატები,აიპოდები,აიფონები,კაი ტელეფონები,ლეპტოპები და უამრავი სხვა საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთმა გადარია ხალხი. მათ უმრავლესობას ისე ახარებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთის ქონა, რომ 24 საათი ამის შესახებ საუბრობენ და რასაც ქვია ტვინს.....ავენ. კარგით რაა, გეყოფათ. თბილისისს და არა მარტო მას, ერთი დიდი სენი შეეყარა, რომელსაც ანდაზით ასე ქვია:"უნახავმა რა ნახა? დედიშენის უკანალი ნახაო" Schvein-ასე ზუსტად ამ ადამიანებს არაფერი ახასიათებს.
მუდმივად საუბრობენ ნივთებზე, გებლატავებიან, რომ მათ აქვთ და შენ არა.ყველას გაუთხრია ყურებში ყურსასმენები და რაღაც უტვინობებს უსმენენ.როცა გჭირდება და დაუძახებ ხმას ვერ გააგონებ. მოკლედ მარაზმია. ვეღარ ვიტან უკვე. "ტაშნიტ",,,ყველაზე მეტად მეზარება ლეპტოპის ქუჩაში ტარება. ზოგს კიდევ, ოღონდ ეგ ატაროს, სჭირდება, არ სჭირდება–მნიშვნელობა არ აქვს.

არა! განა ვინ უშლით სიხარულის გრძნობას ახალი თუ აწ უკვე დაძველებული ნივთისას, უბრალოდ სხვებს ნუ გვაწუხებენ რააა.ვერ ხვდებით, რომ ამით თავს იმცირებთ? მეშჩანი ადამიანი შედარებით ცოტაა და იქნებ ამაზეც იფიქროთ?! ხანდახან კიდევ, ისეთი სასაცილო სიტუაცია იჩითება, რომ აქვთ თუ არ აქვთ მაინც ბლატაობენ ტიპები. "მე ბინა მაქვს წყნეთში,ვერაზე,ვაკეში და სანზონაში", ან კიდევ ასე:"მე ბინა მაქვს ვერაზე,ვაკეში,პეკინზე და წყნეთში" და სხვა მრავალი. საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ბინა კი არა სხვისი ფეხები აქვთ. ფეხებზე გამახსენდა. ნეტა არ გაუგიათ გამოთქმა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"–???"
Read more...

Saturday, December 5, 2009

ძაღლი ქუჩაში, ანუ მოხუცი თავშესაფრის გარეშე

| | 0 comments

კიდევ ერთი ისტორია,რომელიც დრამატიზმით არის სავსე.მინდოდა ამის გაზეთში გამოქვეყნება,მაგრამ ალბათ არ ღირს, ბევრს ტყუილი ეგონება.ჩემს შეუმდგარ კარიერას კი ჯერ–ჯერობით ჩრდილს ვერ მივაყენებ,მხოლოდ იმ ადამიანების გამო ვისაც მე მომავალში როგორც ჟურნალისტი დავჭირდები.
ჯერ არავის წაუკითხავს აქ გამოქვეყნებული თემები,მაგრამ როდესმე მკითხველი გამოუჩნდება.მანამდე კი დავწეროთ.კალამი და ფურცლის ნაცვლად კლავიატურა და სიგარეტი მაქვს.მოდით მოგიყვებით.

იყო დრო,როდესაც ინგლისურზე დავდიოდი ჩემს სახლთან ახლოს,სულ 15 წუთის გზა მაშორებდა მასწავლებლის სახლამდე.სურათის ასე თუ ისე თვალნათლივ დასანახად გეტყვით,რომ ძველ იპოდრომთან დავდიოდი ინგლისურზე.კვირაში სამჯერ მქონდა გაკვეთილი და ე.ი. კვირაში 6ჯერ მიწევდა გამევლო–გამომევლო ის ადგილი,სადაც ასაკოვანი ქალი იჯდა,სამათხოვროდ.წვიმდა,თოვდა,ქარი იყო–ის იქ იჯდა და მუდმივად ერთი და იგივე რამ ეცვა:შავი ცხვირგაცვეთილი შუზები, გრძელი შავი კაბა,კლეჩატი პალტო,რომელიც უკვე ჭუჭყიანი იყო.თავსახვევი ეკეთა.ისიც შავი,,,არა შავი არა, უკვე ნაცრისფერი იყო.როცა შემეძლო ხურდას ვაძლევდი და რატომღაც მე ვგრძნობდი სირცხვილს.თვალებში არასდროს უყურებდა ხალხს,მე კი რატომღაც გამჭოლი მზერით შემომხედავდა ხოლმე.
ახლა კი დავიწყებ მოყოლას.
გავბედე და მივედი ამ ქალთან.სუფთა პროფესიული ინტერესით. ძალიან მრცხვენოდა. რისი არ ვიცი, თან მეშინოდა, არც ეს ვიცი რატომ?.გამოველაპარაკე და ჩემდა გასაკვირად იმანაც გამცა ხმა.ვთხოვე,რომ მიეღო ჩემი შემოთავაზება და გამომყოლოდა. არც კი მკითხა სად მიმყავდა,ისე დამთანხმდა.
იქვე კაფეში შევედით,სადაც ცოტა ხალხი იყო,თითქმის არ იყო.შევუკვეთე ისეთი რამეები რაც ცივ საღამოს (5საათი ხდებოდა)ესიამოვნებოდა.პირველად ვიგრძენი მისი მხრიდან,რომ შერცხვა,მაგრამ უარი არ უთქვამს.მასთან ერთად ვჭამდი.როცა დავამთავრეთ უკითხავად დაიწყო მოყოლა თავისი ამბის.მიმიხვდა სურვილს თუ დაემთხვა ვერ გეტყვით.მომიყვა,რომ ქმარი დაეღუპა ტუბერკულიოზით,ვერ უმკურნალა,რადგან ფული არ ჰქონდა წამლების.ოჯახში დარჩნენ სამნი–ეს ქალი და 2 შვილი–ბიჭი და გოგო.ასე თუ ისე თავი გაქჰონდათ.ერთ დღეს საშინელება დატრიალებულა მათ ოჯახში,,,გოგო ორსულად ყოფილა,აბორტი "ბებიაქალთან"გაიკეთა და სისხლდენით დაიღუპა."მაშინ ჩავიცვი ეს შავი კაბა და მაშინ გავიკეთე ეს თავსაფარი" ეს ამბავი 2წლის უკან მოხდა(სანამ ამას მომიყვებოდა,ეხლა რომ ვწერ უკვე 9თვეა გასული,ცოტა მეტი).შვილის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში ბიჭმა ცოლი მოიყვანა.არ გაითვალისწინა დედის თხოვნა, რომ გასულიყო გარდაცვალებიდან 1წელი.
ოხ ეს რძლები! "4თვეში ისეთი პირობები შემიქმნეს შვილმა და რძალმა,რომ იძულებული გავხდი იქიდან წამოვსულიყავი,დიდხანს დავდიოდი ქალაქში.თავიდან მქონდა ცოტა ფული,მაგრამ საკვებში მალე დამეხარჯა.ქუჩაში მეძინა,ან სადარბაზოს ვაფარებდი თავს.როცა ფული მთლიანად შემომეხარჯა მათხოვრობა დავიწყე და მას მერე აი ამ ადგილას ვზივარ,არც პენსია,არც დახმარება.მგონი მხოლოდ ვარსებობ და მეტი არაფერი"(სტილი დაცული არ არის).
ვუთხარი,რომ დავეხმარებოდი თავშესაფარში მისვლაში,ის დამთანხდა და შეხვედრა დავთქვით შემდეგ დღეს იმ ადგილას,სადაც მათხოვრობდა.
აფორიაქებული ვიყავი მთელი ღამე.მეცოდებოდა და თვალწინ მელანდებოდა ასეთი უამრავი ადამიანი.
მეორე დღეს მივედი,დღის 1საათი იყო თითქმის.მაგრამ იქ არ დამხვდა.მაგ დღეს ინგლისურიც მქონდა, საღამოს რომ გავიარე, არც მაშინ იჯდა.მოკლედ გაქრა. იმ ადგილზე გავლისას სულ ის მახსენდება და სევდით ვივსები.სად უნდა წასულიყო? სად გაქრა? ცოცხალია?
Read more...

უხამსობა თუ სიტყვის თავისუფლება– არგუმენტები

| | 2 comments


აღსანიშნავია, რომ ევროკონვენციის 10–ე მუხლის II პუნქტი, რომელის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს აწესებს, იცავს მორალურ ნორმებსაც. ეს ნიშნავს, რომ მორალის დასაცავად ევროკონვენციის წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, ჩაერიონ გამოხატვის თავისუფლებაში,თუ,რა თქმა უნდა,არსებობს ამგვარი ჩარევის განხორციელებისათვის აუცილებელი 2 ელემენი – შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით, შეზღუდვის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. პრინციპში ამგვარ შემთხვევებში სასამართლო ეროვნულ ხელისუფლებას უტოვებს ფართო უფლებამოსილებას, რაც განპირობებულია თითოეულ წევრ სახელმწიფოში ან თუნდაც, მის განსხვავებულ რეგიონებში არსებული "მორალის" სპეფიციკურობით.
მორალისა და უხამსობის ერთმანნეთან დაპირისპირების ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საქმე მიულერი შვეიცარიის წინააღმდეგ. ვინც არის გეტყვით, რომ ამ საქმეში შვეიცარიის მიერ სიტყვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევა სასამართლომ მიიჩნია გონივრულად და "საჭროდ დემოკრატიულ სახელმწიფოში მორალის დასაცავად".თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე მიულერმა გამოიტანა თავისი მოზრდილი ნახატი, რომელზეც ასახული იყო სოდომური სცენები,ზოოფილია და ჰომოსექსუალიზმი.შვეიცარიის სასამართლოებმა,უხამსი პუბლიკაციების ამკრძალავი კანონისმიერი დებულების საფუძველზე, დააჯარიმეს ბატონი მიულერი და გამოფენის ორგანიზატორები.
იმის დასადგენად იყო თუ არა სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა აუცილებელი საზოგადოებისთვის, ევროპის სასამართლო შეეხო მორალის ერთიანი კონცეფციის არარარსებობას წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოები მორალის საკითხის გადაწყვეტის დროს გაციელბით უკეთეს მდგომარეობაშ იმყოფებიან, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლეები,რადგან ეროვნულ მოსამართლეს პირდაპირი შეხება აქვს ქვეყნის მათი ქვეყნის რეალობასთან.აქ იყო კიდევ სხვა საკითხები, რომ უხეში სექსუალური სცენები ცხოველებსა და ადამიანებს შორის ასაკის შეუზღუდავად ნებისმიერ ადამიანს შეეძო ენახა. რაც შეეხება რწმენის მხრივ მიღებულ გადაწყვეტილებას."შინაგანი რწმენის:საკითების დაცვისათვის გამიზნული ჩარევების შეფასებისას, ადამიანს უფლებათა ევროპის სასამართლოს განმარტებით,იგი დაეთანხმა ეროვნულ სასამართლოს ნახატების აკრძალვის თაობაზე. ამ დიდი ნდობის გამოცხადება განპირობებული იყო იმ გარემოებით,რომ ზნეობრივი ღირებულებებისა და რელიგიური მრწამსის დაცვის სფეროში,რომელსაც საფრთხე ემუქრება,"ერთიანი ევროპული მიდგომა" არ არის ჩამოყალიბებული.

ამ სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკას შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:
1) ზნეობრივი ღირებულებების დაცვა, განსაკუთრებით მაშ, როდესაც მისი მიზანია ბავშვების დაცვა და პიროვნების რელიგიური რწმენის დაცვა წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს.
2) როდესაც სადავო გამოხატვა უკავშირდება "შინაგანი რწმენის" საკითხებს.
Read more...

Friday, December 4, 2009

ერთი ბიჭის აღსარება – მე ქართველი არ ვარ

| | 2 comments


მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც რამდენიმე პრობლემას მოიცავს. ეროვნულს, რელიგიურს, ფსიქოლოგიურს და ცოტა რამ მასლოუს იერარქიულსაც.

სოციალური ქსელების დახმარებით, უამრავ ადამიანს ვიცნობთ. შეიძლება პირადად არ გვყავდეს ნანახი,მაგრამ ვემეგობრებოდეთ და კომპიუტერთან ჯდომის დროს უმეტესად მასთან საუბარში ვატარებდეთ. გადის რაღაც პერიოდი, შეიძლება არც ისე დიდი და ხვდები, რომ ის შენში უფრო სხვა ფიქრებს აღძრავ, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს სექს, სიყვარულს, მოწონებას, პარტნიორობას და ა.შ. თუმცა "ასე შემდეგ" მგონი აღარ იყო საჭირო. ასე გაიცნო ბ.ნ.–მ ვიღაც გოგო, რომელიც მალე შეყვარებია. შემდეგ ბლა ბლა ბლა. . .
ბ.– მითხრა, რომ დაშორების მიზეზი მისი ეროვნულობა იყო, იგი ქართველი არ იყო. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოინათლა მართლმადიდებლად. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, ცხადია ოჯახის წევრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
ბ. დარდობს, დაკარგული აქვს საკუთარი ძალების რწმენა, იმის გამო, რომ თავს საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობს. ეჩვენაბა, რომ ყველა მასზე ჩურჩულებს და ამბობს ეს ქართველი არაა, ამასთან როგორ გავივლი.

საქართველოში დახმარება მხოლოდ შეზღდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მხოლოდ ღარიბებს და ობოლ ბავშვებს არ სჭირდებათ. დახმარება ჩვენც გვიჭრდება, რომ გავიაზროთ რატომ ვავლებთ ზღვარს ჩვენს გვერდით მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. რატომ ვამბობთ, რომ ის ოსია, ის აფხაზი, ის მეგრელი, ის კი სომეხი. აი იქ კედელთან რომ დგას კი აზერბაიჯანელი ანდა თურქი?!!!
საზოგადოების სულელური სტერეოტიპების გამო საქართველოში მცხოვრები ათასობით სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი დისკრიმინაციას განიცდის. განსაკუთრებით ახალგაზრდები, კარგავენ არსებობის ხალისს, კარგავენ სურვილს მიაღწიონ წარმატებას და დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
ჩვენ ქართველები, ძალიან ამპარტავანი ერი ვართ. შემედავეთ, თუ არ მეთანხმებით. ჩვენ ჩვენ თანამემამულეებსაც კი ზემოდან ვუყურებთ. მე ვიცნობ ერთ ოჯახს. ამ ოჯახიდან გოგო გათხოვდა ეროვნებით სომეხზე. გადარეულმა დედამ იმით, რომ შვილი სომეხზე გაუთხოვდა, სასაფლაოზე საფლავი გათხარა, გააკეთებინა ქვა და დააწერა ზედ შვილის სახელი, გვარი და გათხოვების თარიღი, რომელიც მან მისი შვილის სიკვდილის თარიღად ჩათვალა. 8 წელია ეს ქალი სასაფლაოზე ცოცხალ შვილის საფლავზე წითელ კვერცხებს აგორებს. ის გოგო კიდევ როგორ გრძნობს თავს ალბათ გასაგებია. ეხლა იტყვით დაბრუნდეს ოჯახშიო. რატომ? დამისახელეთ ერთი ობიექტური, ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ დაბრუნდეს? რატომ უნდა დათმოს თავისი ცხოვრების სიყვარული?
განა მხოლოდ შვილები უნდა სცემდნენ პატივს მშობლებს? რატომ არ აქვს საქართველოში ადამიანს უფლება იბრძოლოს იმისთვის, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში– სიყვარულისთვის. რატომ ვართმევთ მათ ამ უფლებას?
ბ.–ს შემთხვევაში არც ბ–ს ოჯახს აწყობდა ქართველი და მართლმადიდებელი რძალი და არც გოგოს ოჯახს ასეთი სიძე.
უცნაური მოთხოვნილებები აქვს ქართველ ხალხს. მასლოუს იერარქია ქართველებზე თითქმის ვერანაირად მოვარგე. ჯერ საწყისი საფეხურები თითქმის არ აქვს დაკმაყოფილებული და მეხუთე საფეხურს ითხოვს.
არ მომწონს ქართველი იმის გამო, რომ ყველას საქმეში უყვარს განა მარტო ცხვირის ჩაყოფა, არამედ მთლიანად ჩახტომაც.
რამდენი ეთნიკურად განსხვავებული ოჯახი იქმნება საზღვარგარეთ?! მათ ხელს არავინ და არაფერი უშლით. ჩვენ კი არ გვსიამოვნებს როცა ადამიანს ბედნიერს ვხედავთ. "როგორც მე ვიტანჯები, ისიც ისე უნდა დაიტანჯოს"– აი უმრავლესობის დევიზი.
ისინი ერთმანეთს დაშორდენენ იმიტომ, რომ მშობლები არ განაწყენებინათ. იცოდნენ, რომ ერთად ყოფნის შემთხვევაში ოჯახები უარს იტყოდნენ მათზე. რა ცუდია, როცა ცხოვრობ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა შენი დედ–მამაა. ამ ბიჭს ვეუბნები, თუ უყვარს დაივიწყოს ყველა და ყველაფერი ამ ადამიანის გარდა. მომაგრდეს მატერიალურად და იცხოვროს საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგრამ ვერ ბედავს.

უფრო მეტის მიღწევას შეძლებდა საქართველო, ქართველები იმას რომ ვაკეთებდეთ რაც გვინდათ.
პ.ს. რა თქმა უნდა, ცუდს არაფერს ვგულისხმობ. უფრო წინ ვიდგებოდით, რომ არ ვერეოდეთ ერთმანეთის ცხოვრებაში.
ხალხო ხალხს სიყვარული უნდა, ხალხს ბედნიერება უნდა, ხალხს სიცოცხლე უნდა.
ნუ მოვჭამთ სხვისი ცხოვრებისას, ჩვენ ჩვენი მოვჭამოთ. დავანებოთ ერთმანეთს თავი, ვაცადოთ ერთმანეთს სიცოცხლე.


ბ.– მაპატიე ბ, ვერ შევძელი ჩემი გულისტკივილი რომ არ დამეწერა საჯაროდ. ისევ იმას გირჩევ. თუ გიყვარს, არ დაკარგო
Read more...
| | 0 comments

შემოვედი , , , უკვე ჩემს სამყაროში ვარ. მიხარია. ისე მიხარია, როგორც პატარაობისას შოკოლადს რომ მაძლევდნენ. ჩემმა ახალმა მეგობარმა მითხრა, გააკეთე ბლოგი და წერეო. საწერი მართლაც მაქვს და სანამ მეწერება დავწერ. მაგრამ , , , არ ვიცი სიტყვები დამეკარგა. ცოტა არ იყოს ვღელავ. არასდროს დამიწერია დღიურ, არ მიყვარდა, როდესაც სკოლაში გოგოები დღურების შევსებას მთხოვნდენ.
და ახლა ,, აი ასე უცბად შემოვიჭერი უსაზღვროდ უსაზღვრო სივრცეში და "ხმამაღალი დუმილით" გელაპარაკებით. ვნახოთ რა გამოვა. მინდა ბევრმა წაიკითხოს, ბევრმა გამაკრიტიკოსს და სასიამოვნო იქნება დადებითიც თუ გამოერევა.მაგრამ ერთს ახლავე ვიტყვი, უკაცრავად თუ გეწყინებათ მაგრამ მე არ ვწერ თქვენს გასართობად. მე ვწერ, რადგან მეწერება :) აქ მალე წაიკითხავთ ჩემს დამოკიდებულებებს, აზრებს და ა.შ. იმასთან, დაკავშირებით, რაც თქვენვით მტკივნეული იქნება. ასე რომ მელოდეთთთთ ღამის ზეიმი იწყებააა , , ,
Read more...

Followers

ჩემს შესახებ

 
 

NIghtGraViTy | Designed by: Compartidísimo
Images by: Scrappingmar©